fbpx
ბუნებრივი კატასტროფებისაბერძნეთი

ძლიერი ხანძარი კრიონერში: ექსპერტების მოლოდინი გამართლდა

ჩრდიელოთ ათენში ძლიერი ხანძარი მძვინვარებს. კრიონერში ალს 60-ზე მეტი სახანძრო ბრიგადა, რამდენიმე ვერტმფრენი და მოხალისე ებრძვის. სიტუაცია ძლიერმა ქარმა გაამწვავა, ვინაიდან მისი ძალა ბუფორტის სკალით 7 ბალს შეადგენდა.

ცეცხლი დაახლოებით დილის 10:00 საათზე, სტადიონის უკან მდებარე ტყეში გაჩნდა.

ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებდა, რომ ცეცხლის გაჩენის რისკი არ არსებობდა, ვინაიდან ქარი სულ სხვა მიმართულები უბერავდა.

სინამდვილეში კი ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და მოსახლეობას მოუწოდეს სწრაფად გაცლოდნენ აქაურობას და გზები სახანძრო ბრიგადებისთვის დაეთმოთ.

დაახლოებით 11:45 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცეცხლი კონტროლირებადი გახდა.

onalem

ტესტ