fbpx
საბერძნეთი

ძლიერი ხანძარი ათენის ცენტრში

გამთენიისას ათენის ცენტრში, პატისიონის N56-ში მდებარე ერთ-ერთ შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რომელსაც 30 მეხანძრე 10 მანქანით ებრძოდა.

სამაშველო ბრიგადის განცხადებით, მეზობლად მდებარე შენობებიდან ევაკუაციის პროცესი განხორციელდა. მათი თქმით, შენობა, რომელშიც ხანძარი გაჩნდა, მიტოვებულია და შინგით ამ დრომდე არავინ უპოვიათ. როგორც წესი იქ მოსახლეობა არ ცხოვრობს, თუმცა, ჰქონდათ ეჭვი, რომ შესაძლოა ეს უსახლკარო ადამიანებისთვის თავშესაფარი ყოფილიყო.

დაახლოებით დილის 06:30 საათისთვის მეხანძრეებმა ცეცხლის კონტროლის არეში მოქცევა შეძლეს და აღარ არსებობს რისკი, რომ ის კიდევ გავრცელდეს.

ადგილზე იმყოფებოდა 30 მეხანძრე, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხანძარი ძალიან ძლიერი იყო.

ტელეკომპანია ERT-ის საშუალებით, რეგიონული სახანძრო ბრიგადის უფროსი იტყობინება, რომ შენობა ძალიან ძველი იყო და ის სრული დანგრევისთვის მზადაა, რადგან ცეცხლმა ყველა კედელი კიდევ უფრო დაასუსტა. ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება, იმყოფებოდა თუ არა ვინმე ხანძრის გაჩენის დროს შენობაში, თუმცა, ჯერჯერობით არავის იდენტიფიცირება არ მომხდარა.

დილის საათებში აღნიშნული ხანძრის გამო გრძელი საცობები წარმოიქმნა.

onalem

ტესტ