ძლიერი წვიმის გამო დასავლეთ საბერძნეთში კრიტიკული მდგომარეობაა – Georgians.gr

ძლიერი წვიმის გამო დასავლეთ საბერძნეთში კრიტიკული მდგომარეობაა

უხვი ნალექის მოსვლა საბერძნეთის ზოგიერთ ტერიტორიაზე ადამიანებისთვის ნამდვილ კოშმართან ასოცირდება. გზები მდინარეებად იქცა, დაიტბორა სახლები, მანქანები, ადამიანები კი გარეთ გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. გაუარესებულმა ამინდმა, რომელიც პარასკევის შემდეგ გრძელდება, განსაკუთრებით დააზარალა დასავლეთ საბერძნეთი.

ყველაზე მძიმე მდგომარეობა აღინიშნება იპირუში. აგრინიოს სახანძრო დეპარტამენტში მოვარდნილი წყლის გამო 300-ზე მეტი ზარი შევიდა. 10 ადამიანი სიკვდილს გადაურჩა და ისინი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

მესოლონგის ტერიტორიაზე დახმარებას 40-ზე მეტი ადამიანი ითხოვდა. მაშველებმა აქ 5 ადამიანი იხსნეს.

melano

ტესტ