fbpx
ბუნებრივი კატასტროფები

ძლიერი მიწისძვრა კრეტას სამხრეთ სანაპიროზე – 5,3 ბალი

ბერძნულ კუნძულ გავდოსზე, კრეტას სამხრეთ სანაპიროზე, სამშაბათს 00:29 საათზე ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა.

გეოლოგიური ინსტიტუტის ინფორმაციით,  მიწისძვრის სიღრმე 16, 6 კილომეტრი იყო.

ექსპერტები ამბობენ, რომ კუნძულ კრეტაზე არ აღინიშნება რაიმე სერიოზული ზარალი, რადგან ეპიცენტრი კუნძულ კრეტას სამხრეთ სანაპიროდან საკმაოდ მოშორებით იყო.

კრეტა ტურისტებისთვის საბერძნეთის ერთ-ერთი საყვარელი კუნძულია.

ქვეყანაში მიწისძვრები დიდი მოულოდნელობა აღარ არის, რადგან როგორც უკვე იცით, 6,7 ბალიანი მიწისძვრა კუნძულ კოსზე ივლისში მოხდა, რომელმაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

onalem

ტესტ