fbpx
კრიმინალი

ძარცვა ათენში: სახლის პატრონი მძარცველების მპოვნელს ჯილდოს სთავაზობს

საბერძნეთის პოლიციის უსაფრთხოების განყოფილება ავრცელებს ვიდეოს, რომელზეც ასახულია ძარცვა ათენის ერთ-ერთ გარეუბანში. დამნაშავეები ამ დრომდე იძებნებიან.

კერძოდ, ალიმოს ტერიტორიაზე, მეგისტრის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში მძარცველები დაახლოებით 03:32 საათზე შეიჭრნენ და მიუხედავად იმისა, რომ სიგნალიზაცია ჩაირთო, ძებნა განაგრძეს და სახლიდან წაიღეს ძვირადღირებული სამკაულები და 3, 000 ევრო.

სახლში დამონტაჟებულ კამერაზე ასახულია ძარცვის პროცესი. ვიდეო სახლის პატრონმა პოლიციის განყოფილებას გასავრცელებლად გადასცა.

როგორც ცნობილია, ის ფულად ჯილდოს აწესებს მისთვის, ვინც დამნაშავეთა მოძებნაში დაეხმარებათ.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ