fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ძაღლების სასტიკი წამების შემთხვევა ნათლისღების ღამეს ამალიადაში

შოკისმომგვრელი შემთხვევა ამალიადაში, ნავარინოს ქუჩაზე მოხდა, სადაც იქ მაცხოვებლები თვალებს არ უჯერებდნენ, როდესაც თავიანთი სახლის კარგი გააღეს.

ნათლისღების დღესასწაულზე ისინი დილით მღვდელს და ბავშვებს ელოდებოდნენ, რომლებიც კარდაკარ გალობდნენ. თუმცა, როდესაც კარი გააღეს წინ საშინელი სანახაობა დახვდათ.

მოკლული იყო 5 ძაღლი, რომელთაგან ორს პატრონი ჰყავდა, ხოლო სამს სამეზობლო უვლიდან.

პირველი, რაც ერთ-ერთმა მამაკაცმა გააკეთა იყო ის, რომ მის ეზოში ნაპოვნი ძაღლის გვამი სახლის უკან გადაიტანა, რათა ეს საშინელება მის ბავშვებს არ ენახათ.

შემდეგ აღმოაჩინეს დანარჩენი 4 ძაღლიც. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ტერიტორიაზე, სადაც ძაღლები მოკლეს, იპოვეს ყვითელი ტომარა, რომელშიც ძვლები იდო, ძვლები კი თეთრი, მომწამვლელი სითხით იყო გაჟღენთილი.

ცხადია, ძაღლებს მოწამლული ძვლები განზრახ აჭამეს და ისინი საშინელი სიკვდილით გარდაიცვალნენ.

“წარმოუდგენელია, რაც მოხდა. დილით გავიღვიძეთ და მოწამლული ძაღლები ვნახეთ. შოკში ვართ, ვერასოდეს წარმოვიდგენდით ასეთ რამეს. ძაღლები არავის აწუხებდნენ, ჩვენ გვერდით იყვნენ და ვუვლიდით. როგორც ჩანს, ეს შემთხვევა ღამით მოხდა, რადგან დღის მანძილზე ვინმეს მოძრაობას აუცილებლად შევნიშნავდით, სიტყვები არ მყოფნის ამის აღსაწერად. ეს დიდი სისასტიკეა,” ამბობს ამალიადას მაცხოვრებელი.

onalem

ტესტ