fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

დროის ცვლილება საბერძნეთში: როდის გადაიწევა საათები?!

25 მარტს 03:00 საათზე დრო ოფიციალურად შეიცვლება და საბერძნეთის მოსახლეობას საათების გადაწევა ერთი საათით წინ მოუწევს.

საათი წინ ყოველთვის მარტის თვის ბოლო კვირას იწევა, ხოლო უკან ოქტომბრის ბოლო კვირას. ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი ელექტრო ენერგიის დაზოგვაა, ვინაიდან იზრდება დღის ხანგრძლივობა და ადამიანებს საშუალება გვაქვს კიდევ უფრო დიდხანს ვისარგებლოთ მზის სინათლით და გვიან ავანთოთ ნათურები.

საბერძნეთში საათი პირველად 1932 წელს გადასწიეს და ასე რჩებოდა 6 ივლისიდან 1 სექტემრამდე. თუმცა, მას შემდეგ ეს იდეა აღარ განხორციელებულა.

მომდევნო წლებში, განსაკუთრებით 1973 წელს, როდესაც ენერგეტიკული კრიზისი დაიწყო, ევროპის ქვეყნებში კვლავ შემოიღეს საათის გადწევის ტენდენცია. საბერძნეთი ამ ქვეყნების რიცხვს 1975 წელს შეუერთდა.

onalem

ტესტ