fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

დრამა პატრასში: ორი ძმის თვითმკვლელობის მცდელობა, როგორც პროტესტი

მათ, ალბათ, იფიქრეს, რომ არ არსებობდა სხვა გზა, გაეპროტესტებინათ საკუთარი საცხოვრებელი პირობები, რომლებშიც ისინი ბოლო ხუთი წელია ცხოვრობენ და გადაწყვიტეს პატრასში პირადი დრამა ძალიან ხმამაღლა გამოეხატათ.

ორი ძმა შენობის სახურავზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა. ერთ-ერთი მათგანის ფეხი რამდენჯერმე გადმოსცდა კიდეც სახურავის კიდეს.

მეზობლებმა პოლიციას შეატყობინეს და მეხანძრეები და სასწრაფო დახმარების მანქანა ადგილზე სწრაფად გაჩნდა.

პოლიციამ სცადა, დაერწმუნებინა ბიჭები ხელი აეღოთ საკუთარ გეგმაზე, რომელიც შეიძლებოდა ორივესთვს ფატალურად დასრულებულიყო.

მოლაპარაკებები საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. საბოლოოდ ისინი სახურავიდან ჩამოვიდნენ.

ინციდენტმა ოჯახური დრამა გამოავლინა. ორი ძმა არაადამიანურ პირობებში, ელექტრო ენერგიისა და წყლის გარეშე 5 წლის მანძილზე ცხოვრობდნენ.

მეზობლებმა მედიასთან საუბარში აღნიშნეს, რომ მათზე მხოლოდ სამეზობლო ზრუნავდა და საკვებსაც კი არსაიდან იღებდნენ.

”ორივე დაუსაქმებელია, მათი მშობლები დაიღუპნენ. ისინი ითხოვენ ნახევარ ევროს წყლის ან პატარა გაზის ბალონის საყიდლად, რომელზეც წვნიანს ან კვერცხს მოამზადებენ,” ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

ადგილობრივი მედია ბავშვების წლოვანებას არ ამხელს, თუმცა, როგორც ცნობილია, ისინი არასრულწლოვნები არიან.

onalem

ტესტ