fbpx
კრიმინალისაზოგადოება

დორა ზებერის მკვლელობა: სექსუალურად მოტივირებული დანაშაული?!

პოლიცია დორა ზებერის მკვლელობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ვარაუდობენ, რომ 32 წლის გოგონას თავს ნარკომანი დაესხა და მკვლელობას საფუძვლად სექსუალური მოტივი უდევს. ამჯამად თითქმის გამორიცხულად ითვლება ფაქტი, რომ დორა მკვლელს იცნობდა.

ამჟამად შეგროვებული ინფორმაციით, პოლიცია მიიჩნევს, რომ სასტიკი მკვლელობა, რომელმაც მთელი საბერძნეთი შეძრა, დორასთვის სრულიად უცნობმა ყაჩაღმა ჩაიდინა. ამრიგად, 80%-ით სავარაუდოა, რომ ზებერის მკვლელობა ძარცვის მიზნით იყო ჩადენილი, ხოლო 20%-ია შანსი იმისა, რომ მკვლელი მისთვის ნაცნობი პირია, რომელმაც მკვლელობა წინასწარ დაგეგმა და ქალს დანით 14 ჭრილობა მიაყენა.

პოლიცია აცხადებს, რომ ისინი ორ ვარაუდზე მუშობენ: პირველი ეს არის მკვლელობა ძარცვის მიზნით, რომელიც ნარკომანმა ჩაიდინა, ხოლო მეორე თავდასხმა სექსუალური მოტივით, რომელსაც ქალის წინააღმდეგობის გამო 14 ჭრილობა მოჰყვა.

ვარაუდი ძარცვის შესახებ გაჩნდა ზებერის მობილური ტელეფონის გაქრობის გამო. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მისი ტელეფონიდან ბოლო ზარი ომონიიდან, მენანდრუს ქუჩიდან დაფიქსირდა. ეს პოლიციას უჩენს ეჭვს, რომ ის გაძარცვეს, ხოლო შემდეგ მისი ტელეფონი ომონიის ტერიტორიაზე რამდენიმე ევროში გაყიდეს.

აღსანიშნავ დეტალებს შორის არის ისიც, რომ უსაფრთხოების კამერებზე დაფიქსირებულია მამაკაცი, რომელიც საეჭვოდ იქცევა. ის შესაძლოა იყოს პაკისტანის, ბანგლადეშის ან ავღანეთის მოქალაქე.

onalem

ტესტ