fbpx
მეცნიერებასაზოგადოება

დნმ-ის საშუალებით, ბერძნული ცივილიზაციის შემქმნელთა წარმომავლობა ირკვევა

დნმ-ით შესაძლოა იმ ადამიანების წარმომავლობის გამორკვევა, ვინც საბერძნეთის უძველესი ცივილიზაცია შექმნეს. მკვლევრებმა ჩონჩხების გენეტიკური მონაცემების ანალიზით გამოარკვიეს, რომ ისინი ბრინჯაოს ხანის წარმომადგენლები იყვნენ. ამ პერიოდში იქმნებოდა რთული ურბანული დაგეგმარება, ასევე ანტიკური ხელოვნებისა და არქიტექტურის საუცხოო ნიმუშები.

BBC-ის ინფორმაციით, უძველეს ეგეოსელ ხალხთა შორის უმრავლესობა ფერმერებს წარმოადგენდა. ისინი ადგილზე ათასობით წლით ადრე დასახლდნენ, თუმცა მათ ისეთი გენეტიკური და კულტურული მახასიათებლები აჩვენეს, რომლებიც, სავარაუდოდ, აღმოსავლელ და ჩრდილოელ ხალხთან ურთიერთობებით წარმოიქმნა.

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის პროფესორები კუნძულ კრეტაზე არსებულ მინოსის ცივილიზაციიდან შემორჩენილ ნანგრევებს იკვლევენ, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის 2600-დან 1100 წლამდე თარიღდება. ასევე მათი ყურადღების ცენტრშია მიკენის კულტურა, რომელიც საბერძნეთის დღევანდელ ტერიტორიაზე არსებობდა ძველი წელთაღრიცხვის 1660-დან 1000 წლებში.

“მათი ისტორია მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ევროპის პირველი ცივილიზაციის წარმომადგენლები არიან, რომლებსაც ჰქონდათ წერის კულტურა და სხვა მახასიათებლები, რომლებიც სხვა ერებში არ იყო წარმოდგენილი. ყოველთვის არსებობდა კითხვა და ამოუხსნელი იყო, საიდან მოვიდა ეს ხალხი და როგორ შეძლეს მათ ამ საოცარი კულტურის შემქნა. უძველესი დნმ-ით ჩვენ ამ კითხვას ვუპასუხებთ” – ამბობს პროფესორი ლაზარიდის BBC-სთან საუბრისას.

onalem

ტესტ