დიპლები – ტრადიციული ბერძნული ტკბილეულის რეცეპტი

 

დიპლები ტრადიციული ბერძნული ტკბილეული გახლავთ, რომელსაც ბერძნები არქაული დროიდან ამზადებდნენ ქორწილებისათვის და სხვა სადღესასწაულო დღეებისათვის. ტრადიციის მიხედვით, ერთ მოწვეულ სტუმარზე 2 დიპლა მაინც მზადდებოდა. მანში და საბერძნეთის ზოგიერთ სხვა რეგიონში დღემდე შემონახულია ეს ტრადიცია. ქორწილის წინა დღით ქალები თავს იყრიან პატარძლის თუ სიძის ოჯახში და დილიდან საღამომდე სიმღერითა და ხალისით ამზადებენ 800-1000 და მეტ დიპლას, იმის და მიხედვით, თუ რამდენ სტუმარს ელოდებიან წვეულებაზე.
თქვენთვის შერჩეული რეცეპტი რა თქმა უნდა უფრო მცირე რიცხვისთვისაა გათვლილი ))))
დიპლების მსგავსი ტკბილეული სხვა ერების სამზარეულოებშიც გხვდება: ხვოროსტი, ჩახ-ჩახი და მრავალი სხვა.

საჭირო პროდუქტების სია:

200 გრ რძე
200 გრ ფორთოხლის წვენი
200 ზეთი
200 შაქრის ფქვილი
2 კვერცხი
1300 გრ ფქვილი
1 ფორთოხლის კანი
1½ ჩ.კ. სოდა
ზეთი შესაწვავად

სიროფისათვის:
500 გრ შაქარი
500 გრ წყალი

მოსართავად
150-200 გრ დაქუცმაცებული ნიგოზი
თაფლი

მომზადებისათვის მაქსიმუმ 1 საათი დაგჭირდებათ.

სტატიის დედანი შეგიძლიათ იპოვოთ Facebook გვერდძე: MZIAS SUPRA. ავტორი: მზია გურეშიძე.

მომზადების წესი:
– ჯერ მოვადუღოთ სიროფი: შაქარს და წყალს ვადუღებთ 2 წუთის მანძილზე. შემდეგ შევუდგებით ცომის მომზადებას.
-შევურიოთ ერთმანეთში რძე, ფორთოხლის წვენი, ზეთი და შაქარი. ავთქვიფოთ და დავუმატოთ კვერცხი თითო-თითოდ, სოდა და ფორთოხლის კანი. მოვზილოთ ელასტიური ცომი.
– გავაჩეროთ 20-25 წუთი “დასასვენებლად”.
– გავაბრტყელოთ 2 მმ სისქის ცომი და დავჭრათ ზოლებად (დაახლოებით 20Χ15), რომლებსაც შევწვავთ გახურებულ ზეთში საშუალო ცეცხლზე.
– შეწვის დროს, დასვრეტილი კოვზით დიპლების კიდეებს ვაბრაუნებთ შიდა მახარეს.
– მზა დიპლებს გადმოვიღებთ სამზარეულოს ქაღალდზე, რათა ზედმეტი ზეთი შეისრუტოს.
– გაცივებულ დიპლებს ვავლებთ სიროფში და მოვაწყობთ შესაფერ ლანგარზე.
– ბოლოს მოვაყრით ნიგოზს და სუფრასთან მივიტანთ თაფლთან ერთად.
P.S. შეგიძლიათ დაახელოვნოთ მილების ფორმის დიპლების მომზადება: გახურებულ ზეთში ცომის ჩაგდების შემდეგ, დაახლოებით 20-25 წამში, როდესაც დიპლა დაიწყებს ფერის შეცვლას, ორი ჩანგლის დახმარებით ვაძლევთ ცომს მილის ფორმას. თუმცა, თუ არ გამოგივათ, არ იდარდოთ: თვით საუკეთესო ბერძენი მზარეულებიც კი ხშირ შემთხვევაში პირველ ვარიანტში აღწერილი ოთხკუთხედების ფორმის დიპლებს ამზადებენ.
და, კიდევ… ადამიანის ფანტაზია უსაზღვროა… შეგიძლიათ თავად გამოიგონოთ თქვენი ექსკლუზიური დიპლების ფორმა. მანამდე კი ქვემოთ განთავსებული ფოტოებით შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ, მათი ფორმების გასამრავალფეროვნებლად!

წარმატებებს გისურვებთ!
სიყვარულით, თქვენი მზია!