fbpx
კრიმინალი

დიმიტრის რიხარდო მილონასი: “ოქროს თურქეთში კანონიერად ვაგზავნიდი, ციპრასს ატყუებენ”

“ოქროს თურქეთში ვაგზავნიდი. ყველა დოკუმენტი მაქვს, რომ ჩემი კომპანიის ბრუნვა 18,000,000 ევროა. ზოგიერთმა პრემიერ-მინისტრი შეცდომაში შეიყვანა…”

ამ სიტყვების ავტორი დიმიტრის მილონასია, რომელსაც უკანონოდ გადაჰქონდა დიდი რაოდენობით ოქრო თურქეთში. გარდა ამისა, იგი, ჩინეთის კომპანიებისა და ინვესტიციების საშუალებით, “შავი” ფულის კეთებაშია ეჭვმიტანილი.

“ყოველდღე უამრავ ტყუილს ვისმენთ, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. მე არ ვარ დამნაშავე, ჩემი კომპანიის წლიური ბრუნი 18,000,000 ევროა და მე ამის დამამტკიცებელი ყველანაირი დოკუმენტი თან მაქვს. ჩემმა ადვოკატებმა ამიხსნეს, რაში მდებენ ბრალს, მაგრამ მე მაქვს სამხილები, რომლის საშუალებითაც ისინი დაამტკიცებენ, რომ მე უდანაშაულო ვარ. საბერძნეთის მართლმსაჯულების მჯერა და იმედი მაქვს, სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს”, – აცხადებს მილონასი.

მისი ადვოკატი, ბატონი კუგია ამბობს, რომ “ზოგიერთები ციპრას ატყუებენ”. იგი უარყოფს ყველა ბრალდებას, რომელიც მილონასის აქვს წაყენებული და აღნიშნავს, რომ მისი კლიენტის ყველა ქმედება “ლეგიტიმური და კანონიერია”. კუგიამ დასძინა, რომ მისთვის და მისი კოლეგებისთვის გაგზავნილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სასამართლომ ოქროს კონტრაბანდის წრეში ჩაბმული 11 წევრი გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც მათ ბოდიში მოიხადეს. გათავისუფლებულებს ეკრძალებათ ქვეყნის საზღვრების დატოვება. ეს წევრები, ორი კრიმინალური დაჯგუფების იერარქიაში დაბალი რანგის პირები იყვნენ, სწორედ ამის გამო “შეიწყალეს” ისინი. მათგან უმრავლესობა მევახშები და ოქროს მეწარმეები არიან.

onalem

ტესტ