fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

დიმიტრის კუფონტინასის მორიგი ორდღიანი გათავისუფლება: ხვალ ის ციხეს ტოვებს

რამდენიმე დღის წინ აშშ-ს ელჩმა ინტერვიუში განაცხადა, რომ კუფონტინასს ციხიდან კვლავ გაათავისუფლებდნენ, რადგან პატიმართა ოჯახებზე ფიქრი აუცილებელია.

კიდევ ერთი ორდღიანი გათავისუფლება  – პარასკევს დილით დიმიტრის კუფონტინასი საბჭოს გადაწყვეტილებით ციხეს დატოვებს.

გადაწყვეტილების მიხედვით, “17 ნოემბრის” აქტივისტი და კრიმინალური ორგანიზაციის წევრი, რომელსაც 16 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საპყრობილეს დილის 9 საათზე დატოვებს და უკან ორ დღეში დაბრუნდება.

გათავისუფლების პირობები შემდეგში მდგომარეობს, რომ ის აუცილებლად საკუთარ სახლში უნდა იმყოფებოდეს და არ დატოვოს მუნიციპალიტეტის ტერიტორია, ასევე ამ ორი დღის მანძილზე დღეში ორჯერ  გამოცხადდეს პოლიციის განყოფილებაში.

დიმიტრის კუფონტინასმა ციხე მეორედ 11 იანვარს დატოვა, მას შემდეგ რაც მისი პირველი გათავისუფლებიდან, რომელიც 2017 წლის 9 ნოემბერს შედგა, 2 თვე იყო გასული.

მისი მოთხოვნის საფუძველი იყო სურვილი, რომ ოჯახთან უშუალო კავშირი არ დაეკარგა.

onalem

ტესტ