ძლიერი ხანძარი კრეტას უნივერსიტეტში – ორშაბათს სწავლა არ განახლდება

დღეს დილის 08:00 საათზე, კრეტას უნივერსიტეტის შენობებში ხანძარი გაჩნდა.

სახანძრო ბრიგადა და პოლიცია მობილიზებულია ადგილზე, თუმცა ცეცხლმა ფართო მასშტაბები მიიღო და საჭირო გახდა ვერტმფრენის გამოძახებაც.

ცნობილია, რომ ცეცხლი სტუდენტების საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოს გაჩნდა. ისინი, საბედნიეროდ, მალე გამოერკვნენ სიტუაციიდან და კამპუსები დაუყოვნებლივ დატოვეს. თუმცა, შესაძლებელია, რომ ვინმე მაინც დარჩენილიყო შიგნით, ამიტომ სტუდენტები ერთმანეთს უკავშირდებიან და ცდილობენ გაარკვიონ იმყოფება თუ არა კიდევ ვინმე შენობაში.

ჰაერში დიდი რაოდენობით კვამლია ასული და ტეროტორიაზე ხილვადობა საკმაოდ გაძნელებულია. კვამლმა თითქმის მთელი ირაკლიო მოიცვა. ადგილზე 25 სახანძრო მანქანა მუშაობს. თუმცა, სამაშველო ძალების მობილიზაცია პერმენენტულად საჭიროა.

ტერიტორიაზე იმყოფება სახანძრო ბრიგადის და პოლიციის უფროსი. ასევე ირაკლიოს მერი, ვასილის ლამბრინოსი.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილობრივი მედიის განცხადებით, პოლიცია შემთხვევის ადგილზე მისულ ცნობისმოყვარე ხალხის ნაკადს უკან აბრუნებს, რადგანაც არის აფეთქების რისკი.

სტუდენტების განცხადებით, რომლებმაც cretapost.gr-სთან ისაუბრეს, ცეცხლი უნივერსიტეტის დერეფანში გაჩნდა და სწრაფად მოედო ძირითად შენობას. თუმცა, აფეთქებები ხშირად ხდება, რადგან ტერიტორიაზე ბევრი აალებადი საგანია.

პოლიციის თქმით, შენობიდან ყველას ევაკუაცია მოხდა, თუმცა, მაინც ამოწმებენ ხომ არ არის ვინმე დარჩენილი.

ასევე, პოლიციამ ხანძართან ახლოს ქუჩებში მოძრაობა გადაკეტა უსაფრთხოების მიზნით. ასევე, მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები და მზადყოფნაა ყველა საავამდყოფოში, დაშავებულთა მისაღებად.

 

melano

ტესტ