დღევანდელი ტერაქტი ბელგიის დედაქალაქში (ვიდეო)

 

• მიუხედავად სალეჰ აბდესლამის, პარიზის ტერაქტის მთვარი ორგანიზატორის და ერთადერთი გადარჩენილის შეპყრობისა, რამდენიმე დღის წინ და ბელგიის ანტიტერორისტული ორგანიზაციის გულდაიმედებისა, ბრიუსელი დღეს დილით აფეთქებების ტალღამ შეარყია – ორი აფეთქება განხორციელდა ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში, აშშ–სკენ მიმავალი კარიბჭეების მიმართულებით, დილით, 08:00 სთ.–ზე და ორი აფეთქებაც – მალბეკის და შუმანის მეტროსადგურებში. ამჟამინდელი სტატისტიკა შემდეგია: 23–მდე გარდაცვლილი და 40–მდე დაჭრილი. ეჭვს არ იწვევს თვითმკვლ–ტერორისტთა წარმომავლობაც – აეროდრომში აფეთქების წინა წამებში არაბულ ენაზე ყვირილი გაისმა („სავარაუდოდ, „ალაჰ აკბარ!“). ბელგიის ხელისუფლებამ ქვეყანაში მაქსიმალურთან მიახლოებული, საფრთხის  N4  რეჟიმი შემოიღო. აეროპორტი დაკეტილია და ევაკუირებულია, გგაუქმებულია ყველა მიმართულებით(დან) ავია–რეისები. ასევე, გაურკვეველი ვადით დახურული და ევაკუირებულია ბრიუსელის სარკინიგზო მიმოსვლის სამსახური.


საფრანგეთის პრეზიდენტის, მანუელ ვალსის თქმით  „ევროპა ტერორისტებთან ომშია გახვეული და სანამ ყველა არ შეიგნებს სიტუაციის სერიოზულობას, მდგომარეობა ცალსახად გაუარესებისკენ  იქნება მიმართული“. განსაკუთრებული ყურადღების რეჟიმშია ჩამდგარი ევროპის  ქვეყნების ძირითადი აეროპორტების დაცვის სამსახურები.

სალეჰ აბდესლამი კი, პარიზის ტერაქტის ორგანიზატორი და „მთავარი ლაჩარი“ (ვინაიდან, 13 ნოემბერს, „პარკ დე პრენსთან“ ვერ გაბედა საკუთარი თავის აფეთქება, რის გამოც, ვითომ, ISIS-განაც განტევების ვაცად და განდგომილად იყო შერაცხული – ორ ცეცხლს შორის 3 თვის განმავლობაში, ანუ), ზის ბრიუსელში, სადღაც, წინასწარი დაკავების სპეც.კამერაში, საფრანგეთში ექსტრადაციას ელოდება და გულის–გულში, ალბათ, სიგიჟემდე იცინის.