დღევანდელი ამინდის პროგნოზი საბერძნეთში: სად იწვიმებს?!
დღეს, შუადღის შემდეგ, ატიკის მასშტაბით ამინდის ცვლილებაა მოსალოდნელი. ნავარაუდევია მოღრუბლულობა და პერიოდული წვიმები. ტემპერატურა ათენში 14-დან 23 გრადუსამდე იმერყევებს.
თესალონიკში ასევე მოსალოდნელია მოღრუბლულობა და პერიოდული წვიმა, ძირითადად საღამოს საათებში. ჰაერი ქალაქის ცენტრში 15-დან 22 გრადუსამდე გათბება.
რაც შეეხება, ცენტრალურ საბერძნეთსა და ეპირუსს, ტემპერატურა 10-დან მაქსიმუმ 26 გრადუსს მიაღწევს.
დასავლეთი და სამხრეთ საბერძნეთი – 15-26 გრადუსი.
იონიის კუნძულები – 15-27 გრადუსი.
ეგეოსის კუნძულები – 15-24 გრადუსი.