fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

დღევანდელი ამინდის პროგნოზი – წვიმა საბერძნეთის მასშტაბით

დღეს, 27 ნოემბერს წვიმიან ამინდს უნდა ველოდოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ამჯერად, ციკლონი “პინელოპი”, საბერძნეთის დასავლეთ ნაწილში უფრო ინტენსიური იქნება.

თუმცა, მიუხედავად წვიმისა, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება არ არის ნავარაუდები.

ატიკა

ძირითადად, მოღრუბლულობაა წვიმასთან ერთად, შესაძლებელია ჭექა-ქუხილიც. იქროლებს საშუალო სიჩქარის ქარი, რომელიც ღამის საათებში შედარებით შესუსტდება. ჰაერის ტემპერატურა 14-დან 20 გრადუსამდე იმერყევებს.

თესალონიკი 

მოღრუბლულობა და წვიმაა გამოცხადებული, რომელიც შუადღისთვის გაძლიერდება და შტორმის სახეს მიიღებს. იქროლებს ქარი სამხრეთის მიმართულებით, მისი სიჩქარე 3-4 ბალი იქნება. ჰაერი 11-დან 16 გრადუსამდე გათბება.

ზაკინთო

წვიმაა მოსალოდნელი, რომელიც შტორმში გადაიზრდება. იქროლებს 6-7 ბალის სიჩქარის ძლიერი ქარი. ტემპერატურა 14-19 გრადუსი იქნება.

მაკედონია, თრაკი

ასევე, მოღრუბლულობა და წვიმაა გამოცხადებული, რომელიც შტორმის სახეს მიიღებს, ძირითადად, აღმოსავლეთში. იქროლებს ძლიერი ქარი, თუმცა, იგი ღამის საათებში შესუსტდება. ჰაერი 9-დან 17 გრადუსამდე გათბება. დასავლეთ მაკედონიაში 3-4 გრადუსით ნაკლები იქნება.

იონიის კუნძულები, ეპირუსი, დასავლეთ სტერეა, დასავლეთ პელოპონისო

ძირითადად, მოღრუბლულობა და წვიმაა ნავარაუდები, რომელიც შტორმში გადაიზრდება. იქროლებს ძლიერი ქარი. ტემპერატურა 14-დან 20 გრადუსამდე იმერყევებს. თუმცა, ეპირუსში 4-5 გრადუსით ნაკლები იქნება.

თესალია, აღმოსავლეთ სტერეა, ევია, აღმოსავლეთ პელოპონისო

წვიმა და შტორმია გამოცხადებული, რომელიც ღამის საათებში შესუსტდება. იქროლებს 4-6 ბალის სიჩქარის ქარი სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით. ჰაერი 13-დან 20 გრადუსამდე გათბება, ჩრდილოეთით კი, 3-4 გრადუსით ნაკლები იქნება.

კიკლადები, კრეტა

მოღრუბლულობა და ძლიერი წვიმაა გამოცხადებული. იქროლებს 4-6 ბალის სიჩქარის ქარი. ტემპერატურა 14-დან 21 გრადუსამდე იმერყევებს.

აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულები, დოდეკანესის კუნძულები

აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე, საღამოს საათებში, წვიმა და შტორმია ნავარაუდები, სადაც ციკლონის ფენომენი, სავარაუდოდ, ინტენსიური იქნება. იქროლებს 6-7 ბალის სიჩქარის, სამხრეთის მიმართულების ქარი. ჰაერი 14-დან 21 გრადუსამდე გათბება, ჩრდილოეთით კი, 3-4 გრადუსით ნაკლები იქნება.

onalem

ტესტ