fbpx
საზოგადოება

დღევანდელი ამინდის პროგნოზი: ციკლონი “პინელოპი” სუსტდება

ციკლონი “პინელოპი”, რომელმაც ოთხშაბათიდან საბერძნეთის ზოგიერთ რეგიონში თოვლი, წვიმა და ქარიანი ამინდი მოიტანა, თანდათან სუსუტდება.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ციკლონი თანდათან ნორმალიზდება, მოსახლეობა არ უნდა ელოდოს ამინდის უეცარ გაუმჯობესებას, რადგან ჯერჯერობით, სინოპტიკოსები კვლავ წვიმას და დაბალ ტემპერატურას პროგნოზირებენ.

უფრო კონკრეტულად, დღეს, ქვეყნის მასშტაბით, მოღრუბლულობა გამოცხადებული. ეგეოსის ზღვაზე კი, საღამოს საათებში, შტორმს უნდა ველოდოთ. იქროლებს ქარი ჩრდილოეთის მიმართულებით, რომლის სიჩქარე 4-6 ბალი იქნება.

ტემპერატურა შედარებით მოიმატებს, თუმცა არა საგრძნობლად. ღამის საათებში, ცენტრალურ და ჩრდილოეთ რეგიონებში ყინვაა გამოცხადებული.

დილის საათებში გაძნელებული იქნება ხილვადობა.

ატიკაში, ძირითადად, მოღრუბლულობას უნდა ველოდოთ. ტემპერატურა 5-დან 14 გრადუსამდე იმერყევებს. ჩრდილოეთით 3-4 გრადუსით ნაკლები იქნება. იქროლებს 3-5 ბალის სიჩქარის ქარი.

თესალონიკშიც მოღრუბლულობაა გამოცხადებული. ჰაერი 4-დან 11 გრადუსამდე გათბება. იქროლებს 3-4 ბალის სიჩქარის ქარი.

იხილეთ ამინდის პროგნოზი ქვეყნის დანარჩენ რეგიონებში:

მაკედონია, თრაკი

დასავლეთ მაკედონიაში მოღრუბლულობა იქნება, შესაძლებელია მცირე წვიმაც. ტემპერატურა -2-დან 12 გრადუსამდე აიწევს. თუმცა, თრაკიში 3-5 გრადუსით ნაკლები იქნება.

იონიის კუნძულები, ეპირუსი, დასავლეთ სტერეა, დასავლეთ პელოპონისო

მოღრუბლულობა და ხანმოკლე წვიმებია გამოცხადებული ჩრდილოეთ ნაწილში. დილის საათებში გაძნელებული იქნება ხილვადობა. საღამოს შესაძლებელია მცირე შტორმი. იქროლებს საშუალო სიჩქარი ქარი. ჰაერი 7-დან 17 გრადუსამდე გათბება. ეპირუსში 4-6 გრადუსით დაბალი ტემპერატურა იქნება.

თესალია, აღმოსავლეთ სტერეა, ევია, აღმოსავლეთ პელოპონისო

ძირითადად, მოღრუბლულობაა გამოცხადებული. ტემპერატურა 5-დან 14 გრადუსამდე იმერყევებს. ჩრდილოეთით კი, 3-4 გრადუსით ნაკლები იქნება.

კიკლადები, კრეტა

კრეტაზე მოღრუბლულობაა ნავარაუდები. იქროლებს ძლიერი ქარი. ჰაერი 9-დან 15 გრადუსამდე გათბება.

აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულები, დოდეკანესი

რეგიონში ცვალებადი მოღრუბლულობა იქნება. ტემპერაურა კი, 16 გრადუსს მიაღწევს, თუმცა, ჩრდილოეთით 3-5 გრადუსით ნაკლები იქნება.

ზაკინთოსი

ცვალებადი მოღრუბლულობა და მცირე წვიმაა ნავარაუდები შუადღეს. ჰაერი 8-დან 16 გრადუსამდე გათბება. იქროლებს სუსტი ქარი.

კვირას, 2 დეკემბერსაც, მოღრუბლულობაა გამოცხადებული მთელი ქვეყნის მასშტაბით. იონიის კუნძულებზე, კრეტაზე და სამხრეთ კიკლადებზე კი, სავარაუდოდ, იწვიმებს.

დილის და საღამოს საათებში გაძნელებული იქნება ხილვადობა. იქროლებს საშუალო სიჩქარის ქარი, რომელიც საღამოს საათებში შესუსტდება. ტემპერატურა კი, შედარებით მოიმატებს.

onalem

ტესტ