fbpx
საზოგადოება

დღევანდელი ამინდის პროგნოზი საბერძნეთში: პერიოდული წვიმა და შტორმი

მოღრუბლულობა და ხანმოკლე წვიმაა გამოცხადებული, დღეს, 7 ოქტომბერს, დასავლეთ საბერძნეთში, თესალიასა და დასავლეთ მაკედონიაში. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში კი, შტორმებია მოსალოდნელი.

დილისა და საღამოს საათებში ხილვადობა გაძნელებული იქნება, რადგან ზოგიერთ ადგილას ნისლია ნავარაუდევი.

ატიკაში მზიანი ამინდია გამოცხადებული ცვალებადი მოღრუბლულობით. ჰაერი 25 გრადუსამდე გათბება.

თესალონიკში მცირე მოღრუბლულობას ვარაუდობენ. დილის საათებში ხილვადობა, შედარებით გაძნელებული იქნება. ქარის სიჩქარე 3-4 ბალს მიაღევს. ჰაერი კი, 23 გრადუსამდე გათბება.

განსხვავებული ჰაერის ტემპერატურა გვექნება დასავლეთ მაკედონიაში (6-22 გრადუსი), ჩრდილოეთ საბერძნეთში (10-24 გრადუსი), ცენტრალურ საბერძნეთში (10-25 გრადუსი), იონიის ზღვის კუნძულებზე (17-24 გრადუსი), ეპირუსში (12-25 გრადუსი), დასავლეთ და სამხრეთ საბერძნეთში (15-25 გრადუსი), კონტინენტის დანარჩენ ნაწილში (12-26 გრადუსი), ეგეოსის ზღვის კუნძულებზე (16-24 გრადუსი), ხოლო დოდეკანესზე მაქსიმალური ტემპერატურა 26-27 გრადუსს მიაღწევს.

ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთით, ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარი იქროლებს, რომლის სიჩქარე 4-5 ბალს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ შუადღიდან მოყოლებული, ქარი საგრძნობლად შესუსტდება. ეგეოსის ზღვის დანარჩენ ნაწილში ძლიერი ქარია გამოცხადებული, დაახლოებით, 7 ბალის, რაც შტორმისთვის საკმარისი სიჩქარეა. რაც შეეხება იონიის ზღვას, აქ, დილიდან, აღმოსავლეთის ქარი იქროლებს, რომელიც თანდათან შესუსტდება და ჰაერიც საგრძნობლად გათბება.

onalem

ტესტ