fbpx
საზოგადოება

დღევანდელი ამინდის პროგნოზი: წვიმა თითქმის მთელ საბერძნეთში

დღეს, საბერძნეთის უმეტეს რეგიონში მოღრუბლულობაა გამოცხადებული, ხანმოკლე წვიმასთან ერთად.

იწვიმებს ევიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ეგეოსზე, კრეტაზე, თესალიაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ სტერეაში, აღმოსავლეთ პელოპონისოსა და სპორადესზე.

ჰაერში მტვრის მაღალი კონცენტრაციის გამო, ღამის საათებში, ხილვადობა გარკვეულწილად შეიზღუდება, ძირითადად, სამხრეთ რეგიონებში.

ატიკაში ცვალებადი მოღრუბლულობა და წვიმაა მოსალოდნელი, უმეტესად, რეგიონის ჩრდილოეთით. იქროლებს ქარი ჩრდილოეთის მიმართულებით, რომლის სიჩქარე 3-5 ბალს მიაღწევს.

ცენტრალურ ათენში ჰაერი 18-დან 21 გრადუსამდე გათბება.

თესალონიკში, სინოპტიკოსები ცვალებად მოღრუბლულობას ვარაუდობენ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი, 3 ბალის სიჩქარით. ზოგიერთ ადგილებში ღამით ხილვადობა იქნება გაძნელებული. ტემპერატურა, ქალაქის ცენტრში, 17-დან 23 გრადუსამდე იმერყევებს.

ჩრდილოეთ კონტინენტზე ჰაერი 11-დან 24 გრადუსამდე გათბება, დასავლეთ მაკედონიის გარდა, სადაც 2-4 გრადუსით დაბალი ტემპერატურა იქნება.

დასავლეთ კონტინენტზე 13-დან 28 გრადუსამდე სითბოა ნავარაუდევი, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ნაწილში ჰაერი 13-დან 24 გრადუსამდე გათბება.

რაც შეეხება იონიის ზღვის კუნძულებს, აქ ტემპერატურა 18-დან 24 გრადუსამდე იმერყევებს.

აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე 18-დან 26 გრადუსამდე, ხოლო ეგეოსის დანარჩენ კუნძულებზე 16-დან 23 გრადუსამდე სითბოა ნავარაუდევი. კუნძულ კრეტაზე კი, ჰაერი 19-დან 23 გრადუსამდე გათბება.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ეგეოსის ზღვაზე იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი, 3-6 ბალის სიჩქარით. დანარჩენ ეგეოსზე კი, ჩრდილოეთის მიმართულების, რომლის სიჩქარე 7 ბალამდე მიაღწევს. რაც შეეხება იონიის ზღვას, აქ 2-5 ბალის სიჩქარის აღმოსავლეთის ქარი იქროლებს.

onalem

ტესტ