fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

დღევანდელი ამინდის პროგნოზი საბერძნეთში – წვიმა და მოღრუბლულობა

დღეს, აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით წვიმებია მოსალოდნელი, ქვეყნის დანარჩენ ნაწილში კი, თბილი ამინდი შენარჩუნდება.

იქროლებს ჩრდილოეთის ქარი, რომლის სიჩქარე 6-7 ბალი იქნება, ეგეოსის ზღვაზე კი, 8 ბალსაც მიაღწევს.

რეგიონების მიხედვით ამინდის პროგნოზი ასეთია:

მაკედონია:

დასავლეთ მაკედონიაში ძირითადად, მზიანი ამინდი იქნება. თრაკისა და აღმოსავლეთ მაკედონიაში კი, ცვალებადი მოღრუბლულობა და ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი. ჰაერი 12-დან 24 გრადუსამდე გათბება.

იონიის კუნძულები, ეპირუსი, დასავლეთ სტერეა და დასავლეთ პელოპონისო:

მცირე ღრუბელი და ნალექია ნავარაუდევი მთიან რეგიონში, დღის დანარჩენ მონაკვეთში მზიანი ამინდია გამოცხადებული. ტემპერატურა იმერყევებს 14-დან 26 გრადუსამდე. ეპირუსში 2-5 გრადუსით ნაკლები იქნება.

თესალია, აღმოსავლეთ სტერეა, ევია, აღმოსავლეთ პელოპონისო:

მოღრუბლულობა და წვიმაა გამოცხადებული. შესაძლოა ჭექა-ქუხილიც აღმოსავლეთ რეგიონში. ტემპერატურა 13-დან 25 გრადუსამდე გათბება, თუმცა ჩრდილოეთით 2-3 გრადუსით ნაკლებია ნავარაუდევი.

კიკლადესის კუნძულები, კრეტა:

მოღრუბლული ამინდია გამოცხადებული ხანმოკლე წვიმებთან ერთად. იქროლებს 5-6 ბალი სიჩქარის, ჩრდილოეთის ქარი. ტემპერატურა კი, 17-დან 22 გრადუსამდე იმერყევებს. სამხრეთ კრეტაზე 2-3 გრადუსით მაღალი იქნება.

აღმოსავლეთ ეგეოსის ზღვის და დოდეკანესის კუნძულები:

ჩრდილოეთით, მოღრუბლულობა, წვიმა და ზოგიერთ ადგილას, შტორმიცაა მოსალოდნელი. სამხრეთით კი, ძირითადად, მზიანი ამინდი იქნება მცირე მოღრუბლულობასთან ერთად. იქროლებს ჩრდილოეთის ქარი 6-8 ბალის სიჩქარით. ჰაერი 18დან -26 გრადუსამდე გათბება. ჩრდილოეთით კი, 2-3 გრადუსით დაბალ ტემპერატურას ვარაუდობენ.

ატიკა:

აღმოსავლეთითა და ჩრდილოეთით მოღრუბულობა და ხანმოკლე წვიმაა გამოცხადებული. რაც შეეხება ტემპერატურას,  17-24 გრადუსია ნავარაუდევი.

თესალონიკი:

ძირითადად, ღრუბლიანი ამინდი იქნება, შესაძლოა ხანმოკლე წვიმა. იქროლებს სუსტი ქარი. ჰაერი კი, 15-დან 23 გრადუსამდე გათბება.

 

 

onalem

ტესტ