fbpx
საზოგადოება

“დღეში 50 ევროს გვთხოვენ ერთი ოთახისთვის” – მატის ხანძარს გადარჩენილი მოხუცი, 9 წლის შვილიშვილით

ატიკის ხანძრის მსხვერპლთა და გადარჩენილთა ბედი კიდევ უფრო ტრაგიკული ხდება, გამომდინარე იმ ამბიდან, რომლის შესახებაც ბერძნული მედია იუწყება. მოხუცი ქალი გაზეთს დაუკავშირდა და სულისშემძვრელი ფაქტის შესახებ აცნობა:

“დილამშვიდობისა, ჩემი სახელია სოფია, მე მატის ხანძრის ერთ-ერთი მსხვერპლი ვარ. ნამდვილ ჯოჯოხეთს ჩემს მეუღლესთან და 9 წლის შვილიშვილთან ერთად გადავურჩი. ჩვენი სახლი დამწვარია, რის გამოც ვართ სასტუმროში მ.ბ., რომლის მეპატრონემაც კვირას გამოგვიცხადა, რომ მისი სტუმართმოგვარეობა ჩვენდამი დასრულებულია. ამიტომ, თუ იქ დარჩენა გვინდა, დღეში 50 ევრო უნდა გადავუხადოთ, თუ საუზმეც გვსურს 60, ხოლო სადილთან ერთად, ერთი დღე აქ 70 ევრო ღირს. გთხოვთ, მითხარით რა გავაკეთო, ვგიჟდები…

ხანძრის დღეს სასწაულით გადავრჩით. ჩემი გოგონა, რომელიც 4 შვილის დედა და ქვრივია, ერთი წლის წინ ამერიკაში წავიდა. ამ ზაფხულს კი, ჩემი ორი შვილიშვილი, 9 და 18 წლის, აქ გამოუშვა, რათა ჩემთან ყოფილიყვნენ. ისინი კარგად არიან, მადლობა ღმერთს.

თავიდან ორი დღე ათენში, მეგობრის სახლში ვიყავით, მაგრამ იქ დარჩენა აღარ შეგვეძლო. შემდეგ სახლში დავბრუნდით, მაგრამ ირგვლივ მხოლოდ ფერფლი და სიშავეა, ამიტომ 9 წლის ბავშვთან ერთად იქ ყოფნა არ შეიძლება. ბოლოს კი სასტუმროში აღმოვჩნდით, სადაც თავი ისე გვაგრძნობინეს, თითქოს ნაგავი ვყოფილიყავი: “გადაიხადე, ან წადი!””

onalem

ტესტ