fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

დღესასწაულისთვის მიმავალი ბერძნებით ავსებული ატიკის პორტები

დღეს და ხვალ პირეოსის, რაფინასა და ლავრიუს პორტებში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. 15 აგვისტოსთვის საბერძნეთის მოსახლეობა კუნძულებზე მიემგზავრება.

კერძოდ, დღეს პირეოსიდან 21 გემი გავიდა, რაფინას პორტიდან 16, ხოლო ლავრიუდან 5.

გუშინ ცენტრალური საბერძნეთი პირეოსიდან 27,822-მა ადამიანმა და 4,775-მა მანქანამ დატოვა, რაფინადან 7,969 ადამიანი და 1548 მანქანა გავიდა, ხოლო ლავრიუდან 1596 ადამიანი და 399 მანქანა.

აქედან უმეტესობა სარონიკის ყურის კუნძულებზე გაეგმზავრა. პორტის თანამშრომელთა განცხადებით, ხალხის სიმრავლის გამო, იყო გარკვეული შეფერხებები გემების გასვლასთან დაკავშირებით, თუმცა, საერთო ჯამში ყველაფერი წესის მიხედვით შესრულდა.

onalem

ტესტ