დღეს საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში უამინდობის გამო სკოლები დაკეტილი იქნება

ბოლო დღეების მანძილზე საბერძნეთში ამინდი გაუარესდა და ამასთან ერთად, რამდენიმე რეგიონში გადაუღებელი წვიმებისა და თოვლის გამო, სკოლებმა მუშაობა შეაჩერეს.

კერძოდ, გრევენას მერის გადაწყვეტილებით, დაწყებითი და საშუალო სკოლები დაკეტილი იქნება, რათა მოსწავლეების ჯანმრთელობას და გადაადგილებას საფრთხე არ შეექმნას.

სკოლა არ იმუშავებს ასევე კოზანსა და ცოტილიში.

აღნიშნული გადაწყვეტილება ასევე მერმა, დიმიტრის ლამბროპულოსმა მიიღო.

melano

ტესტ