fbpx
საზოგადოება

დღეს საბერძნეთი სტათის ფსალტის ემშვიდობება

ამ დროისთვის ზოგრაფუს ტერიტორიაზე მდებარე სასაფლაოზე ყველასათვის საყვარელი მსახიობის, სტათის ფსალტის დაკრძალვა მიმდინარეობს, რომელმაც ეს ქვეყანა 66 წლის ასაკში დატოვა. ის თვეების მანძილზე ებრძოდა ფილტვის კიბოს.

ცერემონიას თითქმის ყველა ბერძნული ტელევიზია პირდაპირ ეთერში აშუქებს. ცნობილია, რომ დაკრძალვის ხარჯები სახელმწიფომ თავის თავზე აიღო.

სტათის ფსალტი ბერძნებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მსახიობი იყო. ის ძირითადად კომიკურ როლებს თამაშობდა.

ის 1951 წლის 27 თებერვალს დაიბადა და გარდაიცვალა 2017 წლის 21 აპრილს, აგიოს სავვას საავადმყოფოში.

onalem

ტესტ