”დღეს მე დავკარგე შვილი, ხვალ კი სხვა დაკარგავს” – დორა ზებერის დედა

ათენის სასაფლაოზე მოკლული გოგონას, დორა ზებერის დედა საზოგადოებას დრამატული სიტყვით მიმართავს. ის ყველას სთხოვს, თუ ვინმემ იცის ან დაინახა რაიმე, ნუ შეეშინდებათ და პოლიციას შეატყობინონ.

”მე უბრალოდ მინდა ჩემი შვილის სული დავიცვა. მისი მკვლელი უნდა ვიპოვოთ, იმიტომ, რომ მე, როგორც დედამ, დღეს შვილი დავკარგე, ხოლო ხვალ ის სხვასთან წავა და სხვის შვილს მოკლავს. ის ჩემს შვილზე არ შეჩერდება, ამიტომ როგორც დედა მივმართავ ყველას, ვინც რაიმე დაინახა, ჩემი შვილის მკვლელობისას, პოლიციას შეატყობინოს და ნურაფრის შეეშინდება. იმიტომ რომ ის დღეს ჩემს სახლშია, მაგრამ ხვალ შეიძლება სხვის სახლში იყოს,” ამბობს გარდაცვლილი 32 წლის დორა ზებერის დედა.

melano

ტესტ