fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

დღეს დილით: ხანძრის ახალი კერა მარათონაში!

ხანძრის კონტროლის არეში მოსაქცევად ტერიტორიისკენ სახანძრო ბრიგადა სასწრაფოდ გაემართა – დღეს ატიკაში ცეცხლის გავრცელების მაღალი რისკი ფიქსირდება.

კერძოდ, დღეს დილით, დაახლოებით 08:10 საათზე, მარათონას მუნიციპალიტეტში, უფრო კონკრეტულად, სესი გრამატიკოს ტერიტორიაზე მშრალ ბალახს ცეცხლი გაუჩნდა.

სახანძრო ბრიგადები ხანძრის ადგილას მობილიზდნენ და ცეცხლის კერა კონტროლის არეში მოაქციეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადგილზე ჯერ კიდევ იმყოფებიან მაშველები, რათა ხანძრის ხელახალი გავრცელების ყველანაირი შანსი გამოირიცხოს.

onalem

ტესტ