დღეს, 11 საათზე, დამლაგებლები შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდებიან

დღეს, საჯარო სკოლებისა და ბაღების დამლაგებლები შინაგან საქმეთა მინისტრთან შესახვედრად ემზადებიან. მათი მოთხოვნები შემდეგია:

  • მუდმივი, სრული და სტაბილური სამუშაო ადგილი, კონტრაქტი განუსაზღვრელი ვადით და ჯანმრთელობის დაზღვევა
  • დროული ანაზღაურება ვადებისა და პირობების გარეშე
  • დამატებითი შრომის ანაზღაურება და მთელი ინდუსტრიის აღდგენა ΒΑΕ-სთვის.

საჯარო სკოლების და ბაღების დასუფთავების სფეროში დასაქმებულთა უმეტესობა, ამჟამად, დროებით და საიჯარო კონტრაქტებზე მუშაობს. მათი თქმით, ისინი ყოველდღიური საჭიროებების შეძენასაც ძლივს ახერხებენ, მაშინაც კი, როდესაც, ბინის ხარჯებს სახელმწიფო უხდით, რადგან ბოლო სამი თვის განმავლობაში მათთვის ხელფასი არ მიუციათ.

ისინი აცხადებენ: “ვალდებულების მიუხედავად, სახელმწიფოს არ აქვს შესაბამისი კანონი, ჩვენი პრობლემის გადასაჭრელად”.

დღეს, 11 საათზე, დამლაგებელთა კავშირის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა მინისტრს, ალექსის ხარიცის შეხვდებიან ათენში, რათა მას საკუთარი მოთხოვნები გააცნონ.

ქვეყნის მასშტაბით, სულ 9,500 დამლაგებელი მუშაობს საჯარო სკოლებსა და ბაღებში. ჩრდილოეთ საბერძნეთსა და თესალიაში მათი რიცხვი, დაახლოებით 1500-დან 2000-მდე მერყეობს.

“ჩვენი ანაზღაურება დამამცირებელია. ჩვენ შრომას არა ნამუშევარი საათების, არამედ დასუფთავებული ოთახების მიხედვით ანგარიშობენ. მაგალითად, საბავშვო ბაღის დალაგებისთვის, რომელსაც 6 დარბაზი აქვს, ანაზღაურება თვეში მხოლოდ 186 ევროს შეადგენს. ეს დაცინვა უნდა შეწყდეს. მოვითხოვთ სტაბილურ სამსახურს, დაზღვევას და სათანადო სამუშაო სტატუსს. არ გვესმის, რატომ არ ვართ ΒΑΕ-ს ნაწილი, როგორც  ეს  ΙΔΑΧ-ის (ინდივიდუალური დროის კერძო სამართლის თანამშრომლები) შემთხვევაშია”, – განაცხადა მარია კოსმიდუმ, ჩრდილოეთ საბერძნეთისა და თესალიის დასუფთავების ასოციაციის თავმჯდომარემ.

 

melano

ტესტ