fbpx
საბერძნეთი

დღეიდან სალაროებში ერთ მიმართულებაზე მოქმედი ბილეთები გაიცემა

6 ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის (მეტროების) სალაროებში მხოლოდ ერთ მიმართულებაზე მოქმედი ბილეთები ხელმისაწვდომი გახდება (ისეთი, როგორიც იყო 1,40 ევროს ღირებულების ბილეთი).

გავრცელებული ინფორმაციით, პარალელურად იმოქმედებს ელექტრონული ბილეთები, ქაღალდის ბილეთების ნაცვლად.

ტრანსპორტის მინისტრის, ხრისტოს სპირიტიზის განცხადებით, საბილეთო სისტემაში მიმდინარე პროცესები 15 ნოემბერს დასრულდება.

ჯერჯერობით გაცემულია 180, 000 პერსონალური ბარათი. ასევე მიღებულია 100, 000 კონვერტი და გადაგზავნილია ამავე რაოდენობის ბარათი მისამართებზე ფოსტის საშუალებით.

მინისტრის თქმით, დღესდღეობით უბილეთობა არ არის იმდენად დიდი პრობლემა, რამდენადაც ყალბი ბილეთების გასაღება.

onalem

ტესტ