fbpx
საბერძნეთი

დღეიდან საბერძნეთში ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა

დღეიდან დასავლეთ საბერძნეთსა და აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე ამინდის მკვეთრი ცვლილებაა ნავარაუდები. სინოპტიკოსთა განცხადებით, მოსალოდნელია წვიმა და ძლიერი ქარი.

ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე იქნება მოღრუბლულობა, პერიოდული წვიმებით. ასევე, თოვლი და ყინვაა მოსალოდნელი ცენტრალურ და ჩრდილოეთ საბერძნეთის მთიან რეგიონებში. იქროლებს დასავლეთის ქარი და მისი ძალა ბუფორტის სკალით 6 ბალს შეადგენს.

უფრო დეტალურად:

მაკედონია, თრაკი

მოსალოდნელია პერიოდული წვიმები, თოვლი დასავლეთის მთიან რეგიონებში. ტემპერატურა დაეცემა 7-14 გრადუსამდე.

იონიის კუნძულები, ეპირუსი,  დასავლეთ სტერეა, დასავლეთ პელოპონისო

მოსალოდნელია მოღრუბლულობა, ძლიერი წვიმა, ჩრდილოეთის ძლიერი ქარი და ასევე თოვლი, მთიან რეგიონებში. ტემპერატურა დაეცემა 8-15 გრადუსამდე.

ატიკა

შეინიშნება მცირე რაოდენობის ღრუბლები, შუა დღის შემდეგ მოსალოდნელია წვიმა, რომელიც დიდხანს არ გასტანს. ამინდი ღამით გაუმჯობესდება. ტემპერატურა იქნება 9-დან 18 გრადუსამდე.

თესალონიკი

ცვალებადი მოღრუბლულობა, პერიოდული წვიმით. შუადღის შემდეგ ამინდი მკვეთრად გაუმჯობესდება. იქროლებს 4-5 ბალი სიძლიერის დასავლეთის ქარი. ტემპერატურა იქნება 8-14 გრადუსამდე.

onalem

ტესტ