fbpx
საზოგადოება

დღეიდან საბერძნეთში ამინდი კვლავ იცვლება!

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, საბერძნეთში დღეიდან თოვლისა და შტორმების ახალი ტალღა გველის.

კვირის “გაზაფხულის” შემდეგ, მოსალოდნელია წვიმა და თოვლი ქვეყნის თითქმის ყველა მთიან რეგიონში.

პერიოდული წვიმები და შტორმი მოსალოდნელია დილის საათებიდანვე.

შუადღეს იწვიმებს საბერძნეთის დასავლეთით, ხოლო ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში მთელი ღამის მანძილზე თოვლია მოსალოდნელი.

კერძოდ:

ატიკა – ღრუბლიანობა მოიმატებს საღამოს საათებიდან, მოსალოდნელია პერიოდული წვიმები, ღამით კი შტორმი.

ტემპერატურა 9-დან 16 გრადუსამდე გათბება.

თესალონიკში მოსალოდნელია მცირე ნალექი, წვიმის სახით, ღამის საათებში. ჰაერი 6-დან 11 გრადუსამდე გათბება.

მაკედონიასა და თრაკიში მოსალოდბელია მაქსიმუმ 12 გრადუსი. 

კიკლადებსა და კრეტაზე ჰაერი 10-დან 18 გრადუსამდე გათბება. 


onalem

ტესტ