fbpx
საბერძნეთი

დღეიდან ელექტრონული ბარათები მეტროს ყველა სადგურში გაიცემა

დღეიდან მოსახლეობა ელექტრონული ბარათების აღებას მეტროსა და ΗΣΑΠ-ის ყველა სადგურში შეძლებს. თუმცა, ასევე შესაძლებელია ბარათების შეკვეთა ონლაინში, პერსონალური მონაცემებისა და მისამართის მითითებით. ბარათები ფოსტის მეშვეობით სახლის და სამსახურის მისამართზე გადაიგზავნება.

შეგახსენებთ, რომ ბარათების აღებისთვის საჭიროა:

1) მოქმედი პასპორტი

2) ფოტოსურათი

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის მოქალაქეებსა და საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების უფლების მქონე პირებს შეუძლიათ წარადგინონ AMKA. თუმცა, როგორც უკვე გაირკვა, აღნიშნული საბუთი ბარათის აღების აუცილებელ წინაპირობას არ წარმოადგენს და ქვეყანაში არალეგალურად მყოფი ადამიანები მის შეძენას მხოლოდ პასპორტის მეშვეობითაც შეძლებენ.

ამჟამად სადგურებში არსებული ბარათები ჩაანაცვლებს დაახლოებით 300,000 ქაღალდის ბილეთს.

onalem

ტესტ