Der Spiegel: საბერძნეთი გერმანიისგან 280 მილიარდ ევროს ითხოვს

გერმანული გაზეთი იუწყება, რომ საბერძნეთი აპირებს წამოიწყოს კამპანია, რომლის მიხედვითაც გერმანიისგან 280 მილიარდ ევროს მოითხოვს. ეს თანხა კომპენსაციის სახეა, რადგან მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიამ საბერძნეთს დიდი ზარალი მიაყენა.

გაზეთში აღნიშნულია, რომ რადგან აქამდე საბერძნეთი ევროკავშირის მხარდაჭერაზე იყო დამოკიდებული, პრემიერი, ალექსის ციპრა, ამ საკითხის წინ წამოწევას თავს არიდებდა, მაგრამ ახლა, როცა მესამე დამხმარე პროგრამა დასრულდა, ათენი ემზადება ინიციატივის გამოსაჩენად, რათა აღნიშნული თანხა მიიღოს.

ამასთანავე, საკითხი გაჟღერდა რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე გერმანიის პრეზიდენტი ათენს ეწვევა და ციპრასთან და პროკოპის პავლოპულოსთან მოლაპარაკებას გამართავს.

Der Spiegel-ში წერია, რომ შემთხვევითი ვერ იქნება, რომ საბერძნეთის ორივე ყველაზე მაღალი რანგის მაღალჩინოსანმა ბოლო დღეებში კამპანიაზე ისაუბრა, რომელიც ნოემბერში ამოქმედდება.

თავის მხრივ, გერმანიისგან მოსალოდნელია, რომ აღნიშნული მოთხოვნა უარყოფილი იქნება, რადგან წარსულში მათ უკვე განმარტეს, რომ საბერძნეთს არანაირი ლეგიტიმური უფლება არ აქვს, მოითხოვოს კომპენსაცია, მეორე მსოფლიო ომის დროს მიყენებული ზიანისთვის.

 

melano

ტესტ