fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ΔΕΗ: უდიდესი შვება ათასობით ოჯახისთვის – ვის შეუმცირდება ვალი?!

ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროების მინისტერიალის ერთობლივი გადწყვეტილებით, საბერძნეთში მცხოვრებ ათასობით ოჯახს მდგომარეობა საგრძნობლად შეუმსუბუქდება. ეს ეხება ელექტრო ენერგიის დავალიანებას და მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელთაც ძალიან დაბალი შემოსავალი აქვთ ან ელექტრო ენერგიის გათიშვის საშიშროება გადაუხდელობის გამო ემუქრებათ.

კერძოდ, მოსალოდნელია, რომ 1,342 ოჯახს, რომელთაც გასულ წელს ჩაუჭრეს დენი, შეუმცირდეს დავალიანება. თუმცა, ამ კატეგორიაში მოგვიანებით სხვა ოჯახებიც შევლენ.

გათვალისწინებული იქნება მოსახლეობის იმ ნაწილის მდგომარეობაც, რომლებსაც დაბალი შემოსავალი აქვთ, ცხოვრობენ სიბნელეში, რადგან შემოსავალი მხოლოდ ძირითად ხარჯებში ჰყოფნის.

მათ ვისაც დავალიანება 6, 000 ევრომდე აქვთ, ვალი მთლიანად გაუნულდებათ.

მათ ვისაც 6, 001-დან 9,000 ევრომდე აქვთ, ჩამოეჭრებათ ვალის 75%.

ხოლო მათ, ვისაც ვალი 9,001-დან 12, 000 ევრომდე აქვთ, ჩამოეჭრებათ 30%.

მინისტერიალის გადაწყვეტილებით, ყველა იმ ოჯახის უძრავი ქონების საერთო ღირებულება, როელიც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, რათა მიიღოს სოციალური დახმარება, არ უნდა აღემატებოდეს 90, 000 ევროს.

ასევე ოჯახების საყოფაცხოვრებო ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს 6, 000 ევროს.

onalem

ტესტ