fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

DEH: ელექტრო ენერგიის მიწოდება ახალ წლამდე 35,000-მდე ოჯახს შეუწყდება

2017 წლის პირველი ათი თვის მანძილზე საბერძნეთის მასშტაბით, გადაუხდელობის გამო, ელექტრო ენერგია დაახლოებით 204,000 ოჯახს ჩაუჭრეს.

ΔΕΔΔΗΕ-ს განცხადებით კი, წლის ბოლომდე ელექტრო ენერგიის მიწოდება ყოველი დღის მანძილზე 2, 000 ოჯახს შეუწყდება, მათი საერთო რაოდენობა კი 35, 000 აღწევს. აქედან უმეტესობა საცხოვრებელი სახლებია, ხოლო დანარჩენი ბიზნეს ობიექტები.

ΔΕΔΔΗΕ-ს ხელმძღვანელობა შეშფოთებულია ასევე ფაქტით, რომ კალამატაში სამი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, რადგან ელექტრო ენერგიის გათიშვის გამო, ოჯახს სახლში სანთლები ჰქონდათ ანთებული.

მათი განმარტებით, ელექტრო ენერგია იჭრება ვალის გადაუხდელობის გამო და ისინი თავიანთ მოვალეობას ასრულებენ.

წლის ბოლომდე დენის გათიშვას 35, 000 ობიექტი ელის, საიდანაც 70% სახლებია, სადაც ოჯახები ცხოვრობენ.

onalem

ტესტ