fbpx
კრიმინალისაზოგადოება

“დედობრივი ინსტინქტი არასდროს ტყუის, ჩემს შვილს თავი არ მოუკლავს” – 22 წლის ლინას დედა

ლინა კოემძის დედა, რომელიც თესალონიკის არისტოტლეს უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის მე-9 სართულიდან გადმოხტა, სამართალს ჯერ კიდევ ეძებს. კითხვა – გოგონამ თვითმკვლელობა თავისი გადაწყვეტილებით ჩაიდინა თუ სხვამ მიიყვანა ამ ზომამდე, ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია.

ცნობილია, რომ 22 წლის ლინა, სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე ნამდვილ კოშმარში ცხოვრობდა. ახალგაზრდა გოგონა კიბერ ბულინგის მსხვერპლი იყო. მისი შიშველი ფოტოები ინტერნეტში გაავრცელეს, რის გამოც მისი ცხოვრებაში სიმშვიდე დაირღვა.

“ჩემს შვილს თავი არ მოუკლავს. პირველი მომენტიდანვე ვამბობ, რომ ეს კრიმინალური აქტი იყო. გერმანიაში ვიყავი სამუშაოს გამო, როცა თესალონიკის პოლიციის განყოფილებიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ლინა 9 სართულიდან გადმოხტა. გავიყინე, როცა გავიგე, რომ ის ცოცხალი აღარ იყო. პირველივე წუთიდან არ მჯეროდა, რომ ეს მან თავად გადაწყვიტა. დედობრივი ინსტინქტი არასდროს ტყუის.

ჩემს შვილთან კარგი ურთიერთობა მქონდა. სამწუხაროდ, მას ჩემთვის არ უთქვამს ფოტოების შესახებ, რომლებიც ინტერნეტში გავრცელდა. ლინას რცხვენოდა ამის თქმის, რცხვენოდა მისი მამის, თორემ შეშინებული არ ყოფილა. ის იანიცაში, თავის სახლში არ მოდიოდა, რადგან ამ ფოტოების გამო ძალიან რცხვენოდა. მე კი ამის შესახებ მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გავიგე.

ის ოცნებობდა, მაგრამ უიღბლო აღმოჩნდა. ვიღაც ემუქრებოდა და აშინებდა. მე სულაც არ ვიქნები ბედნიერი იმით, რომ საქმე გაიხსნას, უბრალოდ მინდა, ჩემი შვილის სულის გამო, სამართლიანობამ იზეიმოს,” ამბობს გარდაცვლილი გოგონას დედა.

onalem

ტესტ