fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

დედამიწის საათი: 24 მარტს საბერძნეთი სიბნელეში “ჩაეფლობა”

კლიმატის ცვლილების ნეგატიური ზეგავლენის გამო ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა უკვე რამდენიმე წელია წამოიწყო აქცია,  რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.

ღონისძიების მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და შეცვლა გარემოს სასარგებლოდ. კამპანია “ერთი საათის ფარგლებს” უკვე გასცდა და მიზნად ცხოვრების წესად დამკვიდრებას ისახავს.

კლიმატის ცვლილება დედამიწის ყველაზე რთული და კომპლექსური გარემოსდაცვითი პრობლემაა. მის ცვლილებაზე ზემოქმედების შესაძლებლობის შანსი ამ ეტაპზე არსებობს, ხვალ შესაძლოა დაგვიანეული აღმოჩნდეს.

ამ დღეს მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობები „დედამიწის საათის“ დადგომისას კიდევ ერთხელ ჩაბნელდებიან და მისი მხარდამჭერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით კლიმატის ცვლილების შესაცვლელ მხარდამჭერ აქციას შეუერთდებიან.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).

24 მარტს საბერძნეთის დროით 20:30 საათიდან 21:30 საათამდე ქვეყანაში გარკვეულწილად სიბნელე დაუსადგურებს.

იხილეთ ათენი “დედამიწის საათის” დროს:

onalem

ტესტ