fbpx
კრიმინალი

“დედა, დამჭრეს, დამეხმარეთ” – 27 წლის ბერძენი მამაკაცი ათენის ცენტრში მომაკვდავი იპოვეს

გუშინ ღამით 27 წლის ბიზნეს კონსულტანტი ათენის ცენტრში, სახლში ბრუნდებოდა, როდესაც თავს დაესხნენ. მისი თქმით, ორი მძარცველი წამოეწია, ისინი დანით იყვნენ შეიარაღებული, არ ეკეთათ ნიღბები და ფულს სთხოვდნენ.

როგორც აღმოჩნდა, თავდაპირველად ახალგაზრდა მამაკაცი ხელში დაჭრეს და პორტფელი წაართვეს, თუმცა, ის არ დანებდა და მძარცველებს გაეკიდა. სწორედ ეს იყო მისი შეცდომა.

სწორედ ამ დროს მას ერთ-ერთი მოუტრიალდა და კიდევ ერთხელ დაარტყა დანა, ამჯერად კი გულმკერდის არეში, ეს კი ფატალური შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ არა ისევ მისი დროული რეაგირება.

ორივე დამნაშავე გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა. ხოლო 27 წლის მამაკაცი დასისხლიანებული ქუჩაში მიატოვეს.

მას ჭრილობა ფილტვში, გულთან ახლოს აქვს მიყენებული. მამაკაცმა მოახერხა, დედას დაურეკა და უთხრა, რომ მძიმედ იყო. ადგილზე სწრაფად გაჩნდა სასწრაფო დახმარება და ის უკვე კრიტიკული მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციამ დაადგინა, რომ რამდენიმე საათში მისგან მოპარული საკრედიტო ბარათი 24 საათიან მინი-მარკეტში გამოიყენეს, რომელიც პირეაზე მდებარეობს.

 

onalem

ტესტ