დახმარების ხელი. სიკეთე გადამდებია

-სინტაგმაზე როგორ მოვხვდე?
პაუხი არსაიდან იყო…
გოგონა იდგა ერთ ადგილზე და პასუხს ელოდა…
მივედი ხელი მოვკიდე, მეც სინტაგმაზე მივდივარ…
თავიდან შერცხვა, მერე გამომყვა…
ხელში ჯოხი ეჭირა, რომლითაც ხაზებს მიუყვებოდა მეტროში.
–მე კონსტანტინა მქვია,22 წლის ვარ, მოწყენილმა მითხრა.
–მე ნესი მქვია.
–საიდან ხარ?
–საქართველოდან.
–ვიცი რაც ხდება საქართველოში, თქვენ იმდენად კარგი ერი ხართ ყველაფერი კარგად იქნება.
–მადლობა.
–რა ხანია აქ ვდგავარ და არავინ მომაქცია ყურადღება,თუმცა გამოჩნდი შენ, მადლობა!
–ალბათ ვერ გაიგეს…
–გაიგეს, თუმცა არავინ დამითმო დრო!
ქუჩაში მარტო არასდროს გამოვდივარ, მიჭირს მარტო სიარული,
რომ ვერ მამჩნევენ ვითრგუნები…
–გამჩნევენ! არ დაითრგუნო!
–მე ვერ ვხედავ, თუმცა ყველა ადამიანს ვგრძნობ!
–ისინიც გხედავენ და გგრძნობენ.
–უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ვიკითხე, და ვიღაცამ შემამჩნია,წლების წინ იყო ასეთი შემთხვევა, ქუჩაში მარტო აღმოვჩნდი,მაშინაც გზა ამერია, მე ხომ ვერ ვხედავ და ვერ ვკითხულობ. საინტერესო იცი რა არის? ორივე ქართველი იყო, თქვენ კარგი ხალხი ხართ!
–მიხარია რომ ქართველები გიყვარს.
–როგორ არ უნდა მიყვარდეთ, ეს შეუძლებელია. ახლა რაც ხდება საქართველოში თქვენთან ერთად მტკივა და განვიცდი…
–დიდი მადლობა.
–ბევრი ადამიანია, მაგრამ ყველას არა აქვს ადამიანობა…
–მართალია, გეთანხმები.
–ქართველები კარგები ხართ, უფალი დაიფარავს თქვენს ქვეყანას.
––––
ეს მოხდა დღეს, მეტროში, სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი, მეტროში 22 წლის გოგონა შემხვდა, რომელიც ბრმა იყო და გზას ვერ აგნებდა, მიყვებოდა ხაზებს და უკან ბრუნდებოდა, ყურადღება არავინ მიაქცია, გული მეტკინა…
ცრემლებამდე მივედი, თანაგრძნობა, ტკივილი და სიხარული აირია ჩემში.
მიხარია და ბედნიერი ვარ რომ ქართველი ვარ, რომ საქართველოში დავიბადე და ჩემი სამშობლო საქართველოა.
ბედნიერი ვარ იმით, რომ უცხო ქვეყანაში ვარ და მეუბნებიან რომ საქართველო და ქართველები უყვართ, მესმის რომ კარგი ერი ვართ, ამაზე დიდი ბედნიერება სხვა რა შეიძლება იყოს!
ხშირად მესმის ცუდიც, მაგრამ ყველა ცუდს ერთი კარგი როგორ აუფერულებს, ის ერთი კარგი ყველაზე ტკბილი და გემრიელია.
მიყვარხართ ქართველებო ყველანი, სულ ყველანი!
ნ.რობაქიძე
17.05.2015