fbpx
კრიმინალი

“დახმარება რომ ეთხოვა, ქალი გადარჩებოდა” – დიანა ბერიძის მკვლელობის საქმის დეტალები

ქართველი ემიგრანტი ქალის, 36 წლის დიანა ბერიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესები გრძელდება. ამჯერად ჩვენება იპოკრატიოს საავადმყოფოს ანესთეზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მისცა:

“მკვლელობაა გაუკეთო ანესთეზია, სასუნთქი აპარატების გარეშე. ექიმს რომ ჩვენთვის დახმარება ეთხოვა, ქალი გადარჩებოდა.”

ანესთეზიოლოგმა აღწერა ყველა ის პროცედურა, რომელიც დეპარტამენტთან შეთანხმებით კეთდება და აღნიშნა, რომ ქალის სხეულში აღმოჩენილი დოზა, იმ ქირურგიული ოპერაციის ჩასატარებლად საჭირო არ იყო.

“აღნიშნული მედიკამენტები პაციენტს მხოლოდ ანესთეზიოლოგმა უნდა გაუკეთოს. სხვა არავინ.

დოზა, რომელიც ამ შემთხვევაში კეთდება ძალიან მცირეა იმისთვის, რომ რაიმე პრობლემა გამოიწვიოს. მას რომ ჩვენთვის დახმარება ეთხოვა, ყველა შემთხვევაში შევძლებდით ქალის გადარჩენას. დოზის მიღებიდან  5-10 წუთის მანძილზე პაციენტის გადარჩენა შესაძლებელია.”

ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ შესაძლოა ექიმს ქალის მკვლელობა დაგეგმილი გქონდა, თუმცა, ხაზგასმით ამბობს, რომ საანესთეზიო საშუალებები ხელმისაწვდომი მხოლოდ ანესთეზიოლოგებისთვის არის და ექიმები მათ არ მოიხმარენ.

onalem

ტესტ