fbpx
კრიმინალი

“დავკარგე პარტნიორიც და ბაბუაც” – 19 წლის ბერძენი, რომელსაც შეყვარებული ბაბუამ მოუკლა

ის ამტკიცებს, რომ მისი პაკისტანელი შეყვარებული მის ბაბუას არ მოუკლავს.

33 წლის პაკისტანის მოქალაქის სასტიკი მკვლელობის ამბავმა, რომელიც ასპროპირგოში მოხდა, საზოგადოება შეძრა. ეჭვმიტანილად ამ დრომდე 19 წლის გოგონას ბაბუა სახელდება, რომელიც მოკლულის პარტნიორი იყო. როგორც ცნობილია, მათ ოჯახში ამასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდათ, გოგონა კი პაკისტანელთან ურთიერთობას არ წყვეტდა და ბაბუას არ უჯერებდა.

19 წლის ბერძენი და 33 წლის პაკისტანელი ბოლო 4 წლის მანძილზე იყვნენ ერთად და გოგონა ამტკიცებს, რომ მკვლელობას მისი ბაბუა არ ჩაიდენდა, ამავე დროს, ხაზს უსვამს, რომ პაკისტანელი მას ხშირად სცემდა. თუმცა, პრობლემები ყველა წყვილს შორის არსებობს და ამ ყველაფერს დიდ ყურადღებას არ აქცევდა.

მისი თქმით, დაკარგა არა მხოლოდ პარტნიორი, არამედ ბაბუაც. გოგონა ბებია-ბაბუასთან იზრდებოდა, რადგან მშობლებთან პრობლემები ჰქონდა. მას არ სჯერა, რომ მკვლელი 62 წლის მამაკაცია.

იხილეთ მისი ინტერვიუ:

შემთხვევის ადგილი:

onalem

ტესტ