fbpx
კრიმინალი

“დავინახე, როგორ მოკვდა ჩემი შვილი” – გარდაცვლილი 23 წლის გოგონას მამა

უბედური გოგონას მამა ითხოვს ნათელი მოეფინოს იმ შემთხვევის მიზეზებსა და წინაპირობებს, რომელმაც მისი 23 ქალიშვილი და გოგონას 26 წლის მეგობარი, აგიუ მელეტიუში, კვირას საღამოს იმსხვერპლა.

“კაცი, რომელმაც ჩემი შვილი მოკლა, გულცივად გაეცალა მსხვერპლს და გაუჩინარდა. მე მინდა ვიპოვო იგი” – ამბობს გარდაცვლილი გოგონას მამა.

მშვენირი ვერონიკა, მიკრობიოლოგიის კურსის სტუდენტი იყო.

 

 

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია თვითმხილველთა ჩვენებების საფუძველზე, განიხილავს ვერსიას, რომ  26 წლის ალბანელი მოტოციკლისტი, სახელად სოკოლი მანქანით  იყო მისული აგიუ მელეტიუს ქუჩაზე და ჰქონდა ძალადობრივი კონფლიქტი გოგონასთან, ცოტა ხანში მანქანა წავიდა და ასფალტზე 2 ახალგაზრდა ადამიანის სხეული დატოვა.

“დავინახეთ შავი ფერის მანქანა, რომლიდანაც გვესმოდა ხმები “გაჩერდი, გაჩერდი” მაგრამ მამაკაცი შებრუნდა და წავიდა” – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

გამოძიებას, თვითმხილველთა ჩვენებების გარდა, კამერებიდან ამოღებული ჩანაწერების იმედიც აქვთ, რომელიც უკეთესად მოჰფენს ნათელს საქმის ვითარებას.

26 წლის ახალგაზრდა იქვე, ასფალტზევე გარდაიცვალა, ხოლო 23 წლის გოგონამ საავადმყოფოში დალია სული.

 

onalem

ტესტ