fbpx
საბერძნეთი

დაუსრულებელი საქმე: პადელიდის ოჯახი გადაწყვეტილებას ასაჩივრებს

ცნობილი მომღერლის, პადელი პადელიდის ავარიის საქმეს დასასრული არ უჩანს. როგორც უკვე ცნობილია, სასამართლოს მიერ, ექსპერტიზის საფუძველზე მიღებული დასკვნების მიხედვით, ინციდენტის დროს მანქანის საჭესთან პადელიდი თავად იჯდა. ამით საქმე დაიხურა.

თუმცა, მომღერლის ოჯახი გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ყველაფრის ასე დასრულებას არ აპირებს. სასამართლოს მიერ მიღებული დასკვნების გასაჩივრება შესაძლებელია სამ თვეში ერთხელ, სწორედ ამიტომ, პადელიდის ოჯახმა სააპელაციო სასამართლოში საჩივარი 29 დეკემბერს შეიტანა.

ამის შესახებ ერთ-ერთ შოუში მინა არნაუტის ადვოკატმა, იოანის კოლეტისმა ისაუბრა. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რას მოიმოქმედებს სააპელაციო სასამართლო.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება იქნება საბოლოო, რომელიც გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.

onalem

ტესტ