fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

დაუჯერებელი ტრაგედია კრეტაზე: მათ შვილების გადასარჩენად თავი გასწირეს!

ქალი და მამაკაცი 35 წლის ასაკში გარდაიცვალნენ – მათი ოთხი შვილიდან ორი ზღვაში იხრჩობოდა, წყვილმა ისინი გადაარჩინა, თუმცა თავად დაიღუპნენ.

საშინელი ტრაგედია რეთიმნოში, კერძოდ, გეოპოტამუს სანაპიროზე მოხდა. სამწუხაროდ, ოჯახის დასვენება მსხვერპლით დასრულდა.

დაახლოებით 21:00 საათზე მათ დაინახეს, რომ თავიანთი ოთხი შვილიდან ორი, პატარა გოგონა და ბიჭი წყალში ყვიროდნენ და დახმარებას ითხოვდნენ. წყვილი მაშინვე გაიქცა ბავშვების დასახმარებლად, თუმცა, სამწუხაროდ, მათი სიცოცხლე შვილების გადარჩენას შეეწირა.

სანაპიროზე მდებარე ტავერნის მფლობელმა ბიჭი ნაპირზე გამოიყვანა, ხოლო პატარა გოგონას ადგილზე მყოფი სხვა ადამიანები დაეხმარნენ.

მშობლები წყლიდან 1 საათის შემდეგ, უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. ისინი რეთიმნოს საავადმყოფოში გადაიყვანეს, მამაკაცს სიცოცხლის ნიშნები ჯერ კიდევ აღენიშნებოდა, თუმცა, მიუხედავად გაწეული პირველადი დახმარებისა, მათი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა.

ამავე დღეს კიდევ ოთხი ადამიანი იყო დახრჩობის საფრთხის ქვეშ, მათგან მაშველებმა მხოლოდ ორის გადარჩენა მოახერხეს, 47 წლის ინგლისელისა და 44 წლის ნორვეგიელის.

გავრცელებული ინფორმაციით, რეთიმნოში მდებარე ეს სანაპირო განსაკუთრებით საშიშია, ვინაიდან წყალი ძალიან ღრმაა და დინება კი საშიში.

onalem

ტესტ