fbpx
საზოგადოება

დაუჯერებელი შემთხვევა სკიათოსზე: აეროპორტში 12 წლის ბავშვი დაშავდა

ინციდენტი დღეს შუადღეს კუნძულ სკიათოსის აეროპორტში მოხდა. 12 წლის ბიჭი, რომელიც კუნძულზე მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, ამ წუთებში ვოლოსის საავადმყოფოშია მოთავსებული.

კერძოდ, მოზარდი მამასთან ერთად აეროპორტის იმ ნაწილში იყო, სადაც, ჩვეულებრივ, ტურისტები თვითმფრინავების სიახლოვეს ფოტოებს იღებენ. საუბარია იმ მომენტებზე, როცა თვითმფრინავები ჯდებიან ან ფრინდებიან.

სამწუხაროდ, ბიჭს არ გაუმართლა. თვითმფრინავი მასთან ძალიან ახლოს, სულ რამდენიმე მეტრში აღმოჩნდა და ჰაერის ტალღის გამო, რომელსაც ამ დროს ის იწვევს, ის სერიოზულად დაშავდა.

თავდაპირველად მოზარდი სკიათოსის ჯანმრთელობის ცენტრში მოათავსეს, ხოლო შემდეგ, კერძო ნავით ვოლოსის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ