fbpx
კრიმინალი

დაუჯერებელი შემთხვევა ლეროსზე: მშობლები საკუთარ შვილებს აუპატიურებდნენ

ბერძნული მედია საუბრობს ამბავზე, რომელმაც საზოაგდოება შეძრა. საუბარია 52 წლის მამაკაცსა და 47 წლის ქალზე, რომლებიც ცოლ-ქმარი არიან. ისინი საკუთარ შვილებზე ძალადობენენ, ყოველდღიურად სცემდნენ და აუპატიურებდნენ მათ.

კერძოდ, მათი შვილების ასაკია 8, 14, 27და 24 წელი. 24 წლის ბიჭს მენტალური დარღვევები აქვს და გონებრივად ჩამორჩენილია. ისინი ამ ფაქტი სარგებლობდნენ.

14 წლის გოგონა სისხლდენით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 8 წლის ბიჭი კი საშინელი ძალადობისგან დეიდამ იხსნა.

როგორც პოლიცია იტყობინება, მშობლები ბავშვებს გამუდმებით აიძულებდნენ მათთან სექსუალური კავშირი დაემყარებინათ. დედა საკუთარ 8 და 24 წლის ბიჭებს მამის თვალწინ აუპატიურებდა. მათი სახლი დედამიწაზე პატარა ჯოჯოხეთი იყო.

კუნძულის საზოგადოება ფიქრობს, რომ ოჯახში რაღაც ძალიან უცნაური ხდება. გამომდინარე დანაშაულის სიმძიმიდან, შეუძლებელია ჩაითვალოს, რომ ისინი ნორმალური ადამიანები არიან.

ცნობილია, რომ 52 წლის მამაკაცი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მუშაობდა.

პოლიცია მათ მიერ მიცემულმა ჩვენებებმა შოკში ჩააგდო:

“ჩვენ ვაუპატიურებდით ჩვენს 24 წლის ბიჭს და 14 წლის გოგონას და ეს ძალიან მოგვწონდა. ამისთვის ბევრჯერ გამოვიყენეთ სხვადასხვა ნივთები.”

მათმა მეოთხე შვილმა, 27 წლის ბიჭმა, ყოველდღიურ ცემას ვერ გაუძლო და სახლიდან წავიდა.

რაც შეეხება 14 წლის გოგონას და 8 წლის ბიჭს, ისინი გუშინდელის შემდეგ დეიდასთან ცხოვრობენ. ბავშვები არ ლაპარაკობენ, უარს ამბობენ ჭამასა და რაიმეს დალევაზეც კი. მათ არ სჯერათ, რომ ეს კოშმარი დასრულდა.

ორი მონსტრი კუნძულ კოს პროკურატურაში გადაიყვანეს. მათი საქმე პარასკევს განიხილება. სავარაუდოდ, მათ უკიდურესად მძიმე სასჯელი ელით.

 

 

 

onalem

ტესტ