fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

დაუჯერებელი შემთხვევა ახაიაში: ქურდმა ძარცვის შემდეგ სახლში დაიძინა

შემთხვევა, რომელიც საბერძნეთში, კერძოდ ახაიაში მოხდა, ნამდვილად უპრეცენდენტოა. საქმე ეხება ქურდობას, რომელიც ქურდის სახლიდან გაქცევით არ დამთავრებულა.

კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებმა ადამიანებმა ბინაში ანთებული სინათლე შენიშნეს, თუმცა, იცოდნენ, რომ სახლის მეპატრონე პატრასში იყო წასული. მათ დაუყოვნებლივ შეატყობინეს ამის შესახებ, მეპატრონე პატრასიდან დაბრუნდა და სახლში პოლიციის თანხლებით შევიდა.

ისინი თვალებს არ უჯერებდნენ, როცა ნახეს, რომ მძარცველს, მას შემდეგ რაც სახლში თითოეული მოსაპარად ვარგისი ნივთი შეაგროვა, მეპატრონის საღამურები ჩაეცვა და მის საწოლში ტკბილად ეძინა.

ფაქტობრივად, მძარცველმა საძინებლის კარი ჩაკეტა, რომელიც მოგვიანებით პოლიციამ შეამტვრია და ის, რა თქმა უნდა, დააპატიმრეს.

onalem

ტესტ