დაუჯერებელი შემთხვევა ათენი-ლამიას გზაზე: დაზიანებულია პოლიციის ორი მანქანა

დღეს დილით ათენი-ლამიას მთავარ გზატკეცილზე მომხდარი ინციდენტი ნამდვილად უპრეცენდენტოა. დიდი სიჩქარით მიმავალმა ავტომობილმა, რომლის მძღოლიც აფექტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, გაანგრია გზის ბარიერები და პოლიციისგან გაქცევას ცდილობდა. შედეგად ძლიერად დაზიანდა მისი და საბერძნეთის პოლიციის ორი მანქანა.

მამაკაცი მანქანით გზაზე დაახლოებით ორი საათის მანძილზე უკიდურესად გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რის გამოც პოლიცია აედევნა და მისი გაჩერება სცადეს. ის, ცხადია, საპატრულო ეკიპაჟს არ დაემორჩილა, მათგან გაქცევა სცადა და ბარიერები გაანგრია.

მამაკაცი ავტომობილი, საიდანაც საბოლოოდ ის გარდაცვლილი ამოიყვანეს.

სერიოზულად დაზიანდა პოლიციის ეკიპაჟის მანქანებიც, რომლებიც მამაკაცის შეჩერებსა ცდილობდნენ.

melano

ტესტ