fbpx
კრიმინალი

დაუჯერებელი: ბერძნებმა ხანძრით დაზარალებულთათვის განკუთვნილი საჭმელი მოიპარეს

37 წლის მამაკაცი ხანძრით დაზარალებულთა საწყობიდან სურსათის მოპარვის მცდელობისთვის გასულ ორშაბათს, ნეა მაკრიში დააკავეს.

კერძოდ, 37 წლის მამაკაცი, 49 წლის მამაკაცთან ერთად, რომელიც ამჟამად იძებნება, ნეა მაკრის დახურული სპორტული დარბაზის მეთვალყურემ დაინახა, რომელმაც მაშინვე პოლიცია გამოიძახა.

პოლიციის ოფიცრებმა, რომლებმაც 37 წლის კაცი დააკავეს, მისი ავტომანქანიდან ამოიღეს საჭმლით სავსე ორი ყუთი.

დაკავებული მარათონა-ნე მაკრის უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ დადგენილი ბრალდებით, ათენის პროკურატურაში წაიყვანეს, ხოლო მისი თანამზრახველის გამოვლენის გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

onalem

ტესტ