fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ექიმებმა პაციენტი ოპერაციის დროს გამოაღვიძეს, რადგან საჭირო ინსტრუმენტები არ ჰქონდათ

უპრეცედენტო შემთხვევა კორფუს საავადმყოფოში. ექიმებმა პაციენტი საოპერაციო მაგიდაზე დააწვინეს პოლიპების ამოსაჭრელად, თუმცა 1 საათის შემდეგ გააღვიძეს, რადგან ოპერაციის ჩატარება ვერ ხერხებოდა საჭირო ინსტრუმენტების არქონის გამო.

საქმე იმაშია, რომ ამ ოპერაციის ჩასატარებლად ქირურგები სხვადასხვა ზომის ლარინგოსკოპებს იყენებენ. მათი ზომა დამოკიდებულია კონკრეტული პაციენტის ანატომიურ მახასიათებლებზე.

ამ კონკრეტულ პაციენტს ჩვეულებრივზე გრძელი კისერი ჰქონდა, საავადმყოფოს კი, შესაბამისი ზომის ლარინგოსკოპი არ აღმოაჩნდა. თუმცა, როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, პაციენტი, ამ დროისათვის, თავს კარგად გრძნობს.

onalem

ტესტ